მესტიის გზაზე „შავ ღელესთან“ ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია

10 აგვისტო, 2020 22:27 საზოგადოება






შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.


წყარო:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბოლო სიახლეები