ქედამ ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ღვინის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება შეეძლოთ.
ასევე, გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების: ,,ელესას", ,,ბეთლემის", ,,მოყვარეს", ,,იაგუნდისა" და ,,ფესვებია" კონცერტი. წარმოდგენილი იყო აჭარული ქორწილის ინსცენირება და ფოლკ-ბენდ ,,ელესას" რეპერტუარი.
გაიმართა ნომინაციებში გამარჯვებული ფერმერების დაჯილდოების ცერემონია
საღამო ანსამბლ ,,ალილოს" წევრების - ლაშა ღლონტის, აჩიკო ბერიძისა და ლევან ცხოიძის კონცერტით დასრულდა.