გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება

11 აგვისტო, 2020 11:29 საზოგადოება





გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8 – N8 ა და N1-1ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.


წყარო:

გლდანის რაიონის გამგეობა



ბოლო სიახლეები