საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ - დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ როდიონოვკასთან (ფარავანი) იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.