სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის მესამე მასივში საგზაო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა მისამართზე აწესრიგებს. ზემო პლატოს N25 და N26 კორპუსების ეზოში 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება; ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარები. პროექტის ღირებულება 30 000 ლარია.
უკვე დასრულდა შიდა ეზოს მოწესიგება კალოუბნის „ა“ და „ბ“ კორპუსებთან, სადაც ასფალტის საფარი 800 კვ.მ ფართობზე დაიგო. პროექტის შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გამოიყო.
წესრიგდება კალოუნბის N24 კორპუსის ეზოც; 860 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი; ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედელი; აღნიშნული პროექტის ღირებულება 35 ათასი ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ზემო პლატოზე, N152 საჯარო სკოლასთან; ეწყობა სკოლასთან მისასვლელი საფეხმავლო ტროტუარი; 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური; პროექტის შესასრულებლად 26 500 ლარი გამოიყოფა.
მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „გუმი“ ახორციელებს.