თბილისი-დოჰას ჩარტერული რეისის შესრულებაზე ნებართვა გაიცა

12 აგვისტო, 2020 18:46 ეკონომიკა & ბიზნესი





სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს:

"მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია „Qatar Airways”-ის თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

15 აგვისტო, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:10 ჩაფრენა 05:20)

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

აგვისტოში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php


კატარი

ბოლო სიახლეები