სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება

31 აგვისტო, 2020 22:51 საზოგადოება




სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება. კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მნიშვნელობაზე და გაწეული საქმიანობა შეაფასეს.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა.
კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.
იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში:
➤ მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.
➤ შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა.
➤ ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები.
➤ თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200 -მდე სოციალურ მუშაკი და კოდექსის 64 კოორდინატორი.
➤ გადამზადდა მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები.
➤ გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე.
➤ კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით და UNICEF – ის ფინანსური მხარდაჭერით, კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111.
➤ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი - ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

ბოლო სიახლეები