როგორ შევარჩიოთ უნაბის ბაღის გაშენების სისტემა

1 სექტემბერი, 2020 16:35 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




☘️ ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტური გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება.
☘️ უნაბის სამრეწველო ბაღის გასაშენებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი გაშენების სქემები 5 X 5, 5 X 4 და 5 X 3. უნაბის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე ადრეულ გაზაფხულზე. უმჯობესია უნაბის გადარგვა ბელტით.
☘️ დარგვის დროს სასურველია ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე ბაღის გაშენებამდე, ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 50-60 სმ-ს, ხოლო სიღრმე - 30-40 სმ. დარგვის დროს ყურადღება ექცევა ნამყენი ადგილის განთავსებას, რომელიც ნიადაგის ზედაპირიდან 3-5 სმ-ს სიმაღლეზე მაინც უნდა იყოს. დარგვის შემდეგ აუცილებელია სარის შედგმა და მასზე მცენარის დამაგრება.

წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები