„რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი, მეტწილად საადრეო ჯიშები

2 სექტემბერი, 2020 14:55 ეკონომიკა & ბიზნესი







2 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 2500 ტონა, მეტწილად საადრეო ჯიშები, ცქრიალა ღვინოებისა და ბრენდის დასამზადებლად განკუთვნილი ყურძენი.
▪️ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 120-მდე კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 16 ღვინის საწარმო.
▪️რთველის მიმდინარეობის შესახებ განახლებული სტატისტიკის ნახვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.wine.gov.ge/Ge/Harvest.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც:
შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე : 1501

წყარო:
ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები