ლარნაკა-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი შესრულდება - საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში

4 სექტემბერი, 2020 12:37 ეკონომიკა & ბიზნესი





საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს:
"გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შესრულდება კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ორგანიზებული სპეც-რეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.
რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“. გამგზავრების დრო: 21:10 სთ., კვიპროსის დროით. ჩაფრენის დრო: 00:20 სთ., საქართველოს დროით.
რეისზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურს:
მის.: ქ. ნიქოზია: Agamemnonos 6, Engomi
ქ. ლიმასოლი: Franklin Roosevelt 223
ქ. პაფოსი: Eleftheriou Venizelou 8
ტელ.: +357 97774116

წყარო:

ბოლო სიახლეები