გლდანის რაიონში კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელი მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება

5 სექტემბერი, 2020 14:05 საზოგადოება





გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელი მონაკვეთზე სრულდება.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 138 000 ლარი არის გათვალისწინებული.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

ბოლო სიახლეები