როდის და როგორ დავრგოთ ხურმა

7 სექტემბერი, 2020 15:22 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა






ხურმა შეიძლება დავრგოთ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დამთავრდეს 15 აპრილამდე.
🍑 ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის.
🍑 ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე - 30-40 სმ. ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.
🍑 დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს. ამის შემდეგ მორწყვა რეგულარულად უნდა განმეორდეს მოკლე ინტერვალებით ნერგის გახარებამდე.
🍑 ხურმის ბაღის გაშენების რეკომენდებული სქემებია: 6 X 4, 6 X 5 მეტრი ინტენსიურ სისტემებში – 5 X 3 მეტრზე.
🍑 ყველა ჯიშისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დამტვერვა, უნდა დაირგოს დამამტვერიანებელი ჯიშები.

წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები