IOTA-ს ასამბლეაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადეს

9 ივლისი, 2019 11:41 ეკონომიკა & ბიზნესი

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რიგით 23-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზაციის 44 წევრი ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და საკონტაქტო პირები ესწრებოდნენ. მიმდინარე საკითხებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს, ორგანიზაციის მიერ გატარებული ღონისძიებების და მათ შესრულებაში წევრი ადმინისტრაციების წარმომადგენლების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ანგარიში წარედგინათ. ფორუმის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს, გაწეული სამსახურისთვის, ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს უფროსი მიხეილ ჩიკვილაძეც დაჯილდოვდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ISORA-ს პროექტის (აღნიშნული პროექტი არის IOTA, OECD, IMF CAIT –ის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს წევრი ადმინისტრაციებისთვის ერთინ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია, როგორც ადმინისტრაციების სტრუქტურული მოწყობის, ასევე საგადასახადო პოლიტიკისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესახებ) ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ამასთან, მიხეილ ჩიკვილაძე ახორციელებდა პროექტის საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად აუცილებელი პროცედურების მონიტორინგს.

 


ბოლო სიახლეები