ცაგერში ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი ავტომობილი მოიყოლა

9 სექტემბერი, 2020 12:13 საზოგადოება





შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:

ბოლო სიახლეები