ლეჩო ჯანჯაფილით და კურკუმათი
მასალა:
პომიდორი - 6 კგ
ხახვი - 0,5 კგ
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 1 კგ
სტაფილო - 0,5 კგ
ნიორი - 1 თავი
ზეთი - 2 ჩაის ჭიქა
შაქარი - 3/4 ჩაის ჭიქა
კურკუმა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
დაფქული ჯანჯაფილი - 0,5 ჩაის კოვზი
დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი ან დაფქული დაფნა
ოხრახუში, დაფქული წითელი წიწაკა და შავი პილპილი, სურნელოვანი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
მომზადება:
პომიდორი დაჭერით,
დააბლენდერეთ და ადუღეთ ნახევარი საათი. დაამატეთ ზეთი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და
თხელ-თხელ ნაჭრებად დაჭრილი ან მსხვილად გახეხილი სტაფილო. ადუღეთ 15 წუთი. ჩაამატეთ
დაფნა, გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კვლავ დატოვეთ ცეცხლზე 15 წუთით. ამის შემდეგ
ემატება ძმარი, შაქარი, წინასწარ გარეცხილი, გამშრალი და დაჭრილი (ან ხმელი) ოხრახუში,
დაჭყლეტილი ნიორი, ჯანჯაფილი, კურკუმა, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, სურნელოვანი პილპილი
და მარილი. კარგად წამოვადუღოთ და გადმოვდგათ.
ვისაც ზედმეტი სიფრთხილე გიყვართ, ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე ჩააყარეთ 6 აბი დაფქული ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა). ცხელ-ცხელი ჩაასხით მდუღარეგამოვლებულ ქილებში და მჭიდროდ მოარგეთ ამგვარადვე დამუშავებული ხრახნიანი თავსახურები. გადმოაბრუნეთ ქილები და შეფუთული შეინახეთ გაცივებამდე.
ლეჩო უნგრული
სამზარეულოს კლასიკური კერძია. მისი თავდაპირველი ვერსია მხოლოდ ბულგარულ წიწაკას,
პომიდორსა და ხახვს შეიცავდა. დღეს კი ლეჩოს უამრავი რეცეპტი არსებობს და ყველა დიასახლისი
მას თავის შტრიხებს მატებს. ძალიან სასარგებლო სანელებლების - კურკუმასა და ჯანჯაფილის
დამატებით ამ უგემრიელეს კერძს მეტი პიკანტურობა ენიჭება. აღნიშნული დოზა მკვეთრად
არ უცვლის კერძს გემოს, თუმცა, მიგახვედრებთ, მომავალში გაზარდოთ ეს დოზა, შეამციროთ
თუ სულაც უარი თქვათ დანამატებზე.
ვისაც ექსპერიმენტები
არ გიყვართ, უბრალოდ, ამოაკლეთ რეცეპტის ინგრედიენტებს კურკუმა და ჯანჯაფილი და დატკბით
ტრადიციული ლეჩოს გემოთი და სურნელით.
გემრიელად
მიირთვით!
თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"