ზესტაფონში ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება

10 სექტემბერი, 2020 14:17 საზოგადოება






რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და კვალითის დასახლებაში - მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
3 კმ-იან საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოში შესასვლელები და გარე განათება. მოხდება ტროტუარების და სანიაღვრეების მოწესრიგება.
სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია.

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები