გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე აღდგენა-გამაგრების სამუშაოები ჩაატარეს

17 სექტემბერი, 2020 12:07 საზოგადოება





გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.
ხიდზე განთავსებული კორპუსის შიდა ეზოს დაზიანებული ნაწილი, როგორც ხიდით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის, ასევე, აქ მცხოვრები დაახლოებით, 65 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება კონსტრუქციის გამაგრების შესახებ, რის შემდეგაც მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდა.
სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენ-სერვისმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 380 355 ლარი გაიხარჯა.

წყარო:
გლდანის რაიონის გამგეობა


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"



ბოლო სიახლეები