შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.
სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაოებში ჩართულია 3 ეკიპაჟი.
წყარო:
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"