როგორ შევარჩიოთ ნიადაგი ციტრუსებისთვის

17 სექტემბერი, 2020 15:33 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




🍊 ციტრუსების გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები: რელიეფი ზღვის დონიდან, ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვის დაშორება. ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ გადაზამთრების პირობებისადმი კულტურათა ცალკეული სახეების - ჯიშების ბიოლოგიური მოთხოვნილებაც.
🍋 ციტრუსებისათვის აფხაზეთში გამოსადეგია ის ნაკვეთები, რომლებიც გორაკების ფერდობებზე, ზღვიდან 2-3-კმდე მდებარეობენ, ზოგან კი 10 და მეტ კილომეტრამდეა განლაგებული ზღვის დონიდან 40-150 მეტრის სიმაღლეზე.
🍊 ფოთის მიდამოებში ზღვის სანაპირო ვიწრო ზოლი (2-3კმ.), აჭარაში- გორაკების ფერდობები 200 მეტრამდე ზღვის დონიდან, ზღვიდან დაშორებული 15 კმ-დე.
🍋 გურიაში-7 კილომეტრამდე ცალკეული ადგილები და მიკრონაკვეთები 15 კილომეტრამდე. სამეგრელოში ურთის და ეკის მთის ცალკეული ფერდობები, ასევე ამ ზონაში შესაძლებელია შეირჩეს ცალკეული თბილი კარგად დაცული ლიმონისა და ფორთოხლისათვის ვარგისი მიკრონაკვეთები.
🍊 ციტრუსოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.
🍋 ციტრუსების გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე. შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ტყის და ბუჩქებისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს.
🍊 ნიადაგის მომზადებისას უნდა შევიტანოთ ფოსფოროვანი სასუქი 500კგ/ჰა-ზე დამუშავების მთელ სიღრმეზე. ამის შემდეგ ითესება წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცვლოვნები).
🍋 მესამე წელს დარგვის წინ ვაკე და ფერდობ ადგილებზე (150-მდე დაქანებისას) ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-50 სმ. სიღრმეზე, ხოლო 15-300-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები. ტერასების მოწყობა აუცილებელია ჰორიზონტალების გამოყოფით. ტერასებს შორის ვარდნის სიმაღლე 200-მდე დაქანებისას 1,25 მეტრია, ხოლო 20-300-ის დაქანების ფერდობზე ტერასას შორის სიმაღლეთა სხვაობა 1,5 მეტრი. ტერასის ვარდნის სიმაღლის მატებასთან ერთად ტერასის სიფართე მცირდება.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები