ზუგდიდის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

22 სექტემბერი, 2020 13:30 საზოგადოება




„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს:

მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „კოლხიდა-2“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, 23-28 სექტემბრის პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ზუგდიდის აბონენტების ნაწილს.
ელექტროენერგიის შეზღუდვა განხორციელდება:
23 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე;
24 სექტემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე;
25 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე,
ხოლო 26, 27 და 28 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედებში. ჯამში, ელექტროენერგია შეეზღუდება ქალაქ ზუგდიდის 2418 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




ბოლო სიახლეები