დაფნის ახალგაზრდა ნარგაობაში რიგთაშორისებში ეწყობა საზამთრო გადაბარვა 10-12-სმ სიღრმეზე. ფესვის დაზიანება რომ არ მოხდეს, ნიადაგის საზამთრო დამუშავება მწკრივთაშორისებში წარმოებს მცენარის ფესვის ყელიდან 15-20-სმ-ის დაშორებით. ნიადაგის გადაბარვის საუკეთესო ვადაა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდე.
🌿 ნორმალურად განვითარებულ დაფნის ნარგავებში, სადაც რიგთაშორისები შეკრულია და მრავალწლიანი სარეველებით არ არის დასარევლიანებული, პლანტაციები მოვლილია და ნიადაგი კულტურულ მდგომარეობაშია, საზამთრო გადაბარვა ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ ორგანული და ფოსფოროვანი სასუქების ჩაბარვით 10-12-სმ სიღრმეზე.
🌿 ახალგაზრდა 1-3 წლიანი პლანტაციის რემონტი უმჯობესია მოხდეს ნერგით, დასაშვებია აგრეთვე ჩათესვა. ნერგების დარგვა მეჩხერ ადგილებში იმავე წესით სრულდება, როგორც ახალგაშენებულ პლანტაციაში, ხოლო გამოთესვას ატარებენ ბუდნების წესით, სადაც თითოეულში 4-5 თესლი უნდა მოთავსდეს. ნათესს უნდა დაეყაროს ფხვიერი მიწა, მოიტკეპნოს და დაესოს საყრდენი.
🌿 თუ დაფნის პლანტაცია ოვალურ კვლებზეა გაშენებული პერიოდულად უნდა მოხდეს კვლებს შუა თხრილების ამოწმენდა სარეველებისა და სხვა ფიზიკური სხეულებისაგან, რათა უხვი ნალექების დროს არ მოხდეს წყლის შეგუბება და ნარგაობის ფესვთა სისტემის დაზიანება.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"