ავჭალაში ახალი საუბნო პარკი მოეწყობა

23 სექტემბერი, 2020 14:22 საზოგადოება



 თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურ ,,ავჭალისმიმდებარედ, 2 ჰექტარ ფართობზე, საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება.

 საუბნო პარკის მოწყობის პროექტირების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებები იქნება გაზიარებული.

 პროექტი მოიცავს თანამონაწილეობითი პრინციპების გათვალისწინებით, დაგეგმარების პროცესში მოსახლეობის გამოკითხვას, მათთან კონსულტაციების გამართვას, მოსახლეობასთან ერთად საპროექტო ტერიტორიის განვითარებაზე მსჯელობას სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ტერიტორიის განვითარებისთვის საჭირო საპროექტო  დოკუმენტაციის მომზადებას.

 პროექტის განხორციელების შედეგად, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა თანაბრად ხელმისაწვდომი და კომფორტული სივრცეები მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის.

 ავჭალის პარკის თანამონაწილეობით დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცენდენტი სხვა მსგავსი სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშემწყობისთვის.

წყარო:

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები