🌎 გავრცელება: იშვიათად გვხვდება საქართველოში.
🍇🍇 სიმპტომები: ძირითადი სიმპტომები ზაფხულის დასაწყისში ქვედა იარუსის ფოთლების კიდეების დახვევაა. ამ პერიოდში მთავარი ძარღვის გასწვრივ ფოთლები მკრთალდება, ზედაპირი უხეშდება და ეხვევა. აგვისტო - სექტემბერში კი შავი ყურძნის ფოთლები წითელ ფერს ღებულობს, თეთრი ყურძნის ფოთლები - ყვითელს, თუმცა ვეგეტაციის ბოლოს ისიც წითლდება. ნაყოფი მკრთალი შეფერილობისაა და შენელებულია მათი დამწიფება. ვირუსული დაავადებების გავრცელებისას მოსავლის დანაკარგი 10 -20 %-ს შეადგენს.
🦠🦠 გამომწვევი: იწვევს ვირუსი, რომელიც მწუწნავ მწერებს გადააქვთ.
🐜🐜 ხელშემწყობი პირობები: მწუწნავი მავნებლების განვითარება.
კონტროლი: უვირუსო სანამყენე და საძირე მცენარეების შერჩევა; გადამტან მწერებთან ბრძოლა; დაავადებული ეგზემპლიარების დროულად ამოძირკვა.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"