მუხიანში კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო

14 ოქტომბერი, 2020 13:00 საზოგადოება





გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 119 532 ლარი გაიხარჯა.


წყარო:

გლდანის რაიონის გამგეობა

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




ბოლო სიახლეები