თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

23 ოქტომბერი, 2020 11:47 ეკონომიკა & ბიზნესი




კახეთის ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება,მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადილების დროს.


წყარო:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები