☘️ ნერგების წარმოების პროცესში სასათბურე პირობებში აღმონაცენებს აზიანებს: მახრა, ხვატარი, ნემატოდა, თრიფსი, ღრაჭა, ბუგრები. დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია სამხრეთული სკლეროციული სიდამპლე, რომლის სოკო მიცელიუმი იჭრება ნათესარის ქსოვილებში და იწვევს ფესვის ყელის ლპობას. ასევე ფუზარიოზი ჭარბი ტენისა და მაღალი მჟავიანობის პირობებში იწვევს ნერგების ფესვებისა და კალმებზე წარმოქმნილი კალიუსის ლპობას.
☘️ მავნებლების წინააღმდეგ სანერგეში თესვისა და კალმების დარგვის წინ აწარმოებენ პექსაქლორანის შეტანას 5-8 სმ სიღრმეზე. ფიტოპათოგენური სოკოორგანიზმების წინააღმდეგ კი საჭიროა ნიადაგის წინასწარ დეზინფექცია 2-3%-იანი კარბატიონის სამუშაო ხსნარით.
☘️ ნაყოფმსხმოიარე ფეიჰოას პლანტაციებში მავნებლებიდან გვხვდება აბლაბუდიანი და ბეწვიანი ტკიპა, ფარიანები და ცრუფარიანები, დაავადებებიდან: ყვავილებისა და ნასკვების ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების ყავისფერი და ნაცრისფერი ლაქიანობა.
☘️ მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ საჭიროა სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. ბრძოლის ქიმიური მეთოდებიდან გამოიყენება სპილენძის ქლორჟანგის 0.4%-იანი ან სილსაქსილის სამუშაო ხსნარით შეწამვლა ვეგეტაციის დაწყებამდე და ნაყოფების გამონასკვის შემდეგ.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"