თამბაქოს რომელი ჯიშებია გავრცელებული საქართველოში

27 ოქტომბერი, 2020 15:24 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





საქართველოში გავრცელებული თამბაქოს ჯიშები:

☘️ სამსუნი 27. მისი ფოთოლი საშუალო ზომისაა, იგი იძლევა არომატულ ნედლეულს. საშუალო სავეგეტაციო პერიოდის ჯიშია. სამსუნებს შორის ის მაღალმოსავლიან ჯიშად ითვლება. ჰექტარზე იძლევა საშუალოდ 1,1-1,5 ტონა მოსავალს. მისი სიმაღლე 150 სმ.- ია. შავი ზღვის სანაპიროზე ეს ჯიში მაღალხარისხოვან, ნარინჯისფერ და მუქნარინჯისფერ, ელასტიურ, ნაზ, მაღალარომატულ ნედლეულს იძლევა. სხვა რაიონებში კი იგივე ჯიში - მოყვითალო, ნარინჯისფერ, ნაკლებად ტიპიური გემოს მქონე საჩონჩხე ნედლეულს იძლევა. თავისი არომატულობის გამო ის გამოიყენება საკუპაჟედ სხვა ნედლეულის გასაუმჯობესებლად.

☘️ ტრაპიზონი 1268 (იგივე ლაგოდეხური ტრაპიზონი), გავრცელებულია ლაგოდეხის რაიონში, ასევე აზერბაიჯანშიც. გამოყვანილია ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. ის იძლევა ნეიტრალურ, საჩონჩხე, ღია ფერის და საშუალო სიმაგრის, სუსტ არომატიან ნედლეულს. ჯიში საშუალო-საგვიანოა, საშუალო მოსავლიანობა 1,8-2,3 ტ/ჰა.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები