სამარხი - თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია
🌏 წარმოშობა: გურია
🍇🍇 სახელწოდება შერქმეული აქვს შენახვის განსაკუთრებული უნარის გამო. გარეგნული და გემური თვისებებიდან გამომდინარე სამარხი ხარისხიან სასუფრე ყურძნის ჯიშად ითვლება. გააჩნია შენახვისა და ტრანსპორტირების კარგი უნარი.
☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.
🍇🍇 მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსურ ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, თეთრი ფერის, საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო - სასიამოვნო და ტკბილი.
👨🌾👩🌾 სამარხი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19. 5% , ხოლო მჟავიანობა - 8.8 გ/ლ-ს
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"