გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

9 ნოემბერი, 2020 13:50 საზოგადოება





გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 11-13 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები