კამური თეთრი - თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში

10 ნოემბერი, 2020 14:43 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





 კამური თეთრი - თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია

 სინონიმები: კამურა, კამურის ყურძენი

🌍 წარმოშობა - გურია

🍇🍇 ჯიში პერსპექტიულია სუფრის ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან სიმწიფის გვიანი პერიოდი ახასიათებს, გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელობით.

☘️☘️ ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ზედაპირი ბადისებრადაა დანაოჭებული. არის გლუვზედაპირიანი ფოთლებიც. ქვედა მხარე საშუალოზე ძლიერი სიხშირითაა შებუსული.

🍇🍇 მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს განტოტვა. აგებულებით თხელია, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივის. მარცვალი მოგრძო-ოვალური, საშუალოზე მსხვილი, მომწვანო, მზის მხარეზე მოყვითალო ქარვისფერი, სქელკანიანი, რბილობი მკვრივი კონსისტენციის, სასიამოვნო ტკბილი გემური თვისებებით.

👩‍🌾🧑‍🌾 სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-185 დღე. ვაზი ძლიერი ზრდისაა და უხვმოსავლიანი. ყურძნის წვენის შაქრიანობა: 21.8-22.4%; საერთო მჟავიანობა 6.9-7.8გ/ლ; pH-3.56

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები