რა აუცილებებელი მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ ბიოყურძნის წარმოებისას

19 ნოემბერი, 2020 17:21 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




რა აუცილებებელი მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ ბიოყურძნის წარმოებისას:

🍇 ნებადართული სპილენძის პრეპარატების გამოყენებისას ვენახში მათი ოდენობა არ აჭარბებდეს 6 კგ/ჰა-ზე წელიწადში;

🍇 დამჭერებად ან მახეებში გამოყენებული ნივთიერებები (ფერომონების გარდა) უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს კულტივირებულ მცენარეს;

🍇 სასურველია მორწყვა განხორციელდეს წვეთოვანი სისტემით;

🍇 მეურნეობაში წარმოებული ყურძენი ბიოპროდუქტად ჩაითვლება მხოლოდ დადგენილი გარდამავალი პერიოდის გავლის შემდეგ;

🍇 ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა, შესანახი კონტეინერი და ჭურჭელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის დაბინძურების თავიდან აცილებას;

🍇 დაუშვებელია ბიოპროდუქტის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალის ხელახალი გამოყენება იმავე მიზნით;

🍇 ბიოპროდუქცია სათანადოდ უნდა იყოს დაბინძურებისაგან დაცული და სხვა პროდუქტისაგან დაშორებული;

🍇 ყურძენი ბიოპროდუქტად მიიჩნევა მაშინ, თუ ეტიკეტზე ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ანდა ლოგო;

🍇 კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება - ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება ნიშანდებისაგან და უნდა მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიის პერიოდის პროდუქტი”;

🍇 ეტიკეტზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო.

🍇 სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/.../%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83...

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ყურძენი

ბოლო სიახლეები