ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა მწერლის, გიორგი გიორგაშვილის პირველი წიგნის ,,გზა წყვდიადიდან“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წიგნის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ და თქვენი წიგნის პრეზენტაციას ვესწრები, წარმატებებს გისურვებთ. ყოველთვის დიდი სიხარულით გიმასპინძლებთ ზუგდიდში, სადაც გამორჩეულად უყვართ წიგნი და ზოგადად, ზუგდიდი თავისი წიგნიერებით გამორჩეული ქალაქი იყო ყოველთვის“ - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ და გიორგი გიორგაშვილს ზუგდიდის ტექნოპარკში დამზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
მწერლის თქმით, წიგნში რეალობა და ყოველდღიურობაა აღწერილი, რომელიც ერთი გოგოს - მარიამის ისტორიაში იყრის თავს.