ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში - “ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული” საქართველოდან წარდგენილი ხუთი ნამუშევრიდან სამმა გაიმარჯვა.
კონკურსში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნაშრომები თემებზე: ხელოვნება და გართობა/შემეცნება. გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც 2019 წლის ნოემბერს სტრასბურგში გაემგზავრებიან არიან:
• 12 წლის ბარბარე გიგლემიანი - „ლამპრობა და აპჰელიო“ (სვანეთი, სოფელი წვირმი);
• 14 წლის დავით ჩანქსელიანი - „ქართული მრავალხმიანობა“ (თბილისი);
• 17 წლის ელენე თუზბაია - „ჩვენი ევროპული მემკვიდრეობა - დადიანების სასახლე ზუგდიდში“ (სამეგრელო, ზუგდიდი).