საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ირაკლი აბუსერიძის ხელმძღვანელობით ქალაქ აბიჯანში, კოტ დივუარი რესპუბლიკაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 45-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც 50-მდე ქვეყნის 300 დეპუტატი ესწრებოდა განხილვის მთავარ თემას - „პარლამენტების როლი დემოკრატიის გაძლიერებაში“ წარმოადგენდა.
სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც პოლიტიკურ საქმეთა ასევე, განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტების მუშაობაში.