კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"დღეს, 10 ივლისს, საბურთალოს რაიონში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბახტრიონის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, რის გამოც 10 ივლისს 19:50 სთ-დან წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:
გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მაყაშვილის, ანჯაფარიძის, პუშკინის, ასათიანის, ბეთლემის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, მცხეთის, რამიშვილის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. პეკინის გამზირის ნაწილს, დოლიძის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში:
მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
ამ დროისთვის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე დაზიანების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანია, წყალმომარგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს, დამატებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.