გარემოს ეროვნული სააგენტო წყალმოვარდნებისა და ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობს

10 ივლისი, 2019 23:34 საზოგადოება


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


ბოლო სიახლეები