ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე
მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფოთში სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს