გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ

11 ივლისი, 2019 13:06 ეკონომიკა & ბიზნესი


საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს მნიშვნლოვანი შეღავათები დაუწესდათ.

სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად იმ გემებსრომლებიც საქართველოს წყლებში ერთი და იგივე შემოსვლის განმავლობაში რამდენიმე ნავსადგურში შევლენნებისმიერ ნავსადგურში პირველადი შესვლისას მოუწევთსააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდახოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურშიშესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ.

აქამდე არსებული წესის თანახმად გემს საქართველოს თითოეულ ნავსადგურში შესვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადარის გამოც გემთმფლობელებ თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) დაცლარაც ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა.

 


ბოლო სიახლეები