„300 წლის წინ ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, სულხან-საბა ორბელიანმა მიმართა ევროპას საქართველოს დასაცავად, მიმართა პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. 300 წლის შემდეგ ეს ისტორია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული - საქართველო კვლავ საჭიროებს ევროპის მხარდაჭერას და ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ეფექტური ინსტრუმენტია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია განვითარების მცდელობა.
ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხორციელებულ და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.