11 ივლისის ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორას დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ პატარა ღებამდე მისასვლელი გზა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ აბანაძე. ღებში დაზიანებული გზის მონაკვეთის სალიკვიდაციოდ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,ასევე შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის სავარაუდო ოდენობის დადგენა