მოლდოვას პრემიერი მიხეილ სააკაშვილს რეფორმების გატარებაში დახმარებას სთხოვს

12 ივლისი, 2019 17:05 პოლიტიკა

წყარო:  РИА Новости

 

მოლდოვას პრემიერმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისგან იუსტიციის სისტემაში რეფორმების გატარებაში დახმარების მიღებას ისურვებდა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს შევიმუშავებთ. ბატონი სააკაშვილი ახლა უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და დაკავებულია, თუმცა, აგვისტოს ბოლომდე მასთან ამ თემაზე დავილაპარაკებთ“, აღნიშნა სანდუმ გამოცემა „Cotidianul”-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა ბიუჯეტში თანხების სიმწირეა, ექსპერტების გუნდი რომ მოეწვია, თუმცა, სანდუს საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სანდუს მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზადაა.


მოლდოვა

ბოლო სიახლეები