ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის სამინისტროს შორის ევროპული ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის გზაზე წარმატებული სვლის მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სერბეთის მხრიდან კი - ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა იადრინკა იოქსიმოვიჩმა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვედით აქ, ამ კონფერენციაზე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც შეეხება სასწავლო მიზნით ვიზიტების, გამოცდილების გაცვლას, ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩვენი გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას. სერბეთიც და საქართველოც ევროპის სხვადასხვა ნაწილში გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონებში მდებარე ქვეყნები არიან. ჩვენთვის თანამშრომლობა და ევროპული მომავალი ერთადერთი გონივრული გზაა ჩვენი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის“, – განაცხადა სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა.
სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაში- სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში.