წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

16 ივლისი, 2019 14:57 საზოგადოება

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში  პრობლემები შექმნა.

სოფ. ტვიბში ისევ ჩაიკეტა მისასვლელი გზა. სოფ. ჩუკულში მეწყერმა სანიაღვრე სისტემა ამოავსო, რის გამოც შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა. ასევე სოფ. ფანაგაში მდინარის მიერ ჩამოტანილმა ნაშალმა მასალამ გამოიწვია მდ. ცხენისწყლის დაგუბება, რაც პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ სასაშში ძლიერმა წვიმამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხება გამოიწვია .

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში უშუალოდ ჩართული არიან მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი და სხვა თანამდებობის პირები.


ბოლო სიახლეები