კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

16 ივლისი, 2019 16:51 ეკონომიკა & ბიზნესი

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონსა და  ყურის რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.

მინისტრმა ალ-კუვარიმ, დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. მან გამოთქვა სურვილი 2019 წელს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს, ადგილზე გაეცნოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ქართულ მხარესთან განიხილოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები.


კატარი

ბოლო სიახლეები