ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

29 ივნისი, 2019 17:28 საზოგადოება

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართასაღამო გაიხსნა საქართველოს და ირლანდიის ჰიმნებითრომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნინო წერეთელმა შეასრულა

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა  სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს. მან მიულოცა თანამემამულეებს ღირსშესანიშნავი თარიღი და ისაუბრა საქართველოს ევროპული ფასეულობებისა და  დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ირლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების პარალელურად დარბაზში განთავსებული იყო საქართველოს  ტურისტული  პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენა. შესაბამისად, გიორგი ზურაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე და წარმოაჩინა ქვეყნის უნიკალური მხარეები, ისაუბრა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტულ-საკურორტო პოტენციალისა და ქართული ღვინის შესახებ. მან მოუწოდა დამსწრე აუდიტორიას ეწვიონ საქართველოს, სადაც მათ ელოდება ახალი და განუმეორებელი შთაბეჭდილებები, სტუმართმოყვარე ხალხი. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სტუმრობა მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს, საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ქართული სამზარეულო დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ყველასთვის.  
საღამოს მსვლელობისას ნაჩვენები იქნა საქართველოს საიმიჯო ვიდეო-რგოლები. სტუმრებმა ქართული ღვინო და  კერძები დააგემოვნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ირლანდიაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და ქართული დიასპორის წევრები.


ირლანდია

ბოლო სიახლეები