გონიოს ციხეში "რომაული ფესტივალი" გაიხსნა

21 აგვისტო, 2019 15:10 კულტურა

გონიოს ციხეში "რომაული ფესტივალი" გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ
რომაული სანახაობები და პერფორმანსები: რომაული ცეკვა, მონის მონათხრობი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაელი ლეგიონერების საუბრები.

ასევე გაიმართება ცხენოსნობის ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში, მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები, ტურნირი მშვილდოსნობაში და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიების მიზანი მუზეუმის პოპულარიზაცია და საუკუნეების წინანდელი ტრადიციების გაცოცხლებაა.

ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.


ბოლო სიახლეები