ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა

21 აგვისტო, 2019 15:18 განათლება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობს.

14 დღის განმავლობაში ბანაკში ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით განხორციელდება


ბოლო სიახლეები