ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

25 აგვისტო, 2019 13:13 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.

პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.

ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს."


ბოლო სიახლეები