საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტარიფებს "საოჯახო ბილეთი" დაემატა

26 აგვისტო, 2019 15:55 საზოგადოება


"ჩვენი ერთ-ერთი ხშირი დამთვალიერებლები მშობლები და ბავშვები არიან, სწორედ ამიტომ, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების ტარიფებს დაემატა საოჯახო ბილეთი.

საოჯახო ბილეთის (მშობელი / მშობლები / შვილები 18 წლამდე) საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელებისთვის შეადგენს 6 ლარს.

შეგახსენებთ, რომ დათვალიერებისას მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლება და შეღავათი:

სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის ბაღის დათვალიერების საფასური შეადგენს 1 ლარს

სოციალურად დაუცველებისთვისა და 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა

სკოლის მოსწავლეებისთვის კი ბაღის დათვალიერების საფასური 50 თეთრით განისაზღვრება

ასევე ბაღში მოქმედებს დათვალიერების სააბონენტო სისტემა, რომლის დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: http://www.nbgg.ge/page51.html

საოჯახო ბილეთით შეგიძლიათ კიდევ უფრო ხშირად ესტუმროთ ბაღს და შეიქმნათ საუკეთესო მოგონებები"


ბოლო სიახლეები