მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26 აგვისტო, 2019 16:42 ეკონომიკა & ბიზნესი

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას საავტომობილო გზის, თრიალეთი-დაბა წალკას 7.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენისა და ტროტუარების საფუძვლის მოწყობა ხორციელდება
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბედიანის ქედის სამხრეთ ფერდობზე სოფ. თრიალეთის ტერიტორიაზე იწყება და მთავრდება დაბა წალკაში, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მიერთებაზე
პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხიდი, მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილონი. 

 პროექტის ღირებულება 4 676 956 ლარია


მარნეული

ბოლო სიახლეები